საგამოძიებო სამსახურმა კახეთში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირის მიმართ დევნა დაიწყეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ამავე რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო C კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ მოახდინა მოქალაქეების გადამზადება შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.