საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ, დროებით დაიხურა
საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ, დროებით დაიხურა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც 51-ე სკოლის დირექტორს, მანანა თურქაძესა და მის მოადგილეს, თინათინ ყენიას კითხავენ, დროებით დაიხურა.

როგორც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, კონკრეტული კითხვები არსებობს არასრულწლოვნების ვინაობასთან დაკავშირებით და უმჯობესია, თუ სხდომა დაიხურება.

„კონკრეტული კითხვები არსებობს არასრულწლოვნების ვინაობასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ უფრო გახსნილად ისაუბრებთ დახურულ სხდომაზე”, – მიმართა სერგი კაპანაძემ სკოლის პედაგოგებს.