საფრანგეთში საქართველოს საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
საფრანგეთში საქართველოს საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

როგორც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა.

დღეს, ღამის 12:00 საათიდან იხურება ყველა რესტორანი, კაფე, კინოდარბაზი და ღამის კლუბი, ასევე, სასიცოცხლოდ არააუცილებელი ყველა სხვა დაწესებულება.

არ დაიხურება: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, სიგარეტის მაღაზიები და ბანკები.

მოწოდება მოსახლეობისთვის: მინიმუმამდე შეამცირეთ გადაადგილება, კონტაქტები და სხვადასხვა სახის ოჯახური შეკრებები.

სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები უნდა დარჩნენ შინ, არ უნდა მიიღონ მნახველები, თავი აარიდონ მცირეწლოვნებთან კონტაქტს.

ვირუსის შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პირები ასევე უნდა დარჩნენ სახლებში.

სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში კი, უნდა დარეკოთ ნომერზე: 15.

საჭიროების შემთხვევაში შეგახსენებთ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზის ნომრებს: (+33)783318689, (+33)659988869“, – აღნიშნულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, საელჩოში აცხადებენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება საფრანგეთის რესპუბლიკაში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.