საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა“ მორიგ მანიფესტაციაში 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა
საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა“ მორიგ მანიფესტაციაში 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა“ მორიგ მანიფესტაციაში 15 500 ადამიანი მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ბი-ეგ-ემი“ შინაგანს აქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, პარიზში აქციაში 1600 ადამიანი მონაწილეობდა.

თავად აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანაში დემონსტრაციებში ამ შაბათს 40 ათასზე მეტი აქტივისტი მონაწილეობდა.

პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ 27-ე აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა პოლიციასთან შეტაკებები მოხდა ქალაქ რეიმსში, სადაც დემონსტრანტებმა დაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები.

ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობა საფრანგეთში სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს უკვე ნახევარი წელია, 2018 წლის 17 ნოემბრიდან მართავს.