საფრანგეთში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სტიქიამ საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში დააზიანა სახლები და გზები, გაანადგურა ვენახი.

ძლიერი წვიმა საფრანგეთის თითქმის მთელ ტერიორიაზე უკვე 12 დღეა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, საგანგებო სამსახურები დახმარებისთვის თითქმის 8 ათასმა მოქალაქემ გამოიძახა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საფრანგეთში პარასკევსაც გაგრძელდება.