საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჟირონდას დეპარტამენტში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას BFM TV ავრცელებს.
ბორტზე მყოფი ორი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა.
ვერტმფრენი ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე ვენახში ჩამოვარდა. მომხდარს სამოქალაქო ავიაციის დირექტორატი იძიებს.
ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. გამომძიებლები აცხადებენ, რომ საფრენ აპარატს გამოცდილი მფრინავი მართავდა.