საფრანგეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჟირონდას დეპარტამენტში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას BFM TV ავრცელებს.

ბორტზე მყოფი ორი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა.

ვერტმფრენი ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე ვენახში ჩამოვარდა. მომხდარს სამოქალაქო ავიაციის დირექტორატი იძიებს.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. გამომძიებლები აცხადებენ, რომ საფრენ აპარატს გამოცდილი მფრინავი მართავდა.