საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, ექვსი წლის ასაკიდან სკოლის მოსწავლეები ვალდებული იქნებიან, საკლასო პროცესის მიმდინარეობისას პირბადე ატარონ. ინფორმაციას ბრიტანული გამომცემლობა „გარდიანი“ ავრცელებს.
ჟან კასტექსის თქმით, ამ შეზღუდვის შემოღებით ქვეყნის მთავრობა ბავშვებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს დაიცავს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შევა. ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ. დაიხურება რესტორნები და კაფე-ბარები.