საფრანგეთში სკოლები 11 მაისს გაიხსნება, მაგრამ მოსწავლეთა სიარული სავალდებულო არ იქნება
საფრანგეთში სკოლები 11 მაისს გაიხსნება, მაგრამ მშობლები არ იქნებიან ვალდებული, ბავშვები სკოლებში გაგზავნონ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქალაქის მერებთან საუბრისას განაცხადა.
მაკრონის თქმით, მოსწავლეების სკოლებში დაბრუნება მომდევნო კვირების განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა კლასში 15 მოსწავლეზე მეტი არ იქნება.
მერებთან საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჯარო სივრცეში ნიღბების ტარება გახდება რეკომენდებული, მაგრამ არა სავალდებულო.
ემანუელ მაკრონმა საკარანტინო ზომები ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებში შემოიღო.
ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, საფრანგეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.