საფრანგეთში შესაძლოა, პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდეს
საფრანგეთში შესაძლოა, პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდეს

საფრანგეთში შესაძლოა, დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდეს.

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს, პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო გახადოს.

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება, რის გამოც ქვეყანაში, სავარაუდოდ, გამკაცრებული ზომები ამოქმედდება.

მაკრონის განმარტებით, შესაძლოა, პირველი აგვისტოდან პირბადეების ტარება ყველა საჯარო დახურულ სივრცეში სავალდებულო იყოს.

„გარდიანის“ ინფორმაციით, საფრანგეთში პირბადეების ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხოლო სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ რეკომენდირებულია.