საფრანგეთში საპროტესტო აქციების დაწყებამდე 34 ადამიანი დააპატიმრეს
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დაწყებამდე 34 ადამიანი დააპატიმრეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წევრები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დღეს მასშტაბური მანიფესტაციის გამართვას გეგმავენ.

პარიზში მომიტინგეები იკრიბებიან ტრიუმფალურ თაღთან, ელისეის მინდვრებსა და ბასტილიის მოედანზე. როგოც „ფრანს პრესი“ წერს, აქციის დაწყებამდე სამართალდამცავებმა 300-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, რომელთაგან 34 პატიმრობაში რჩება, რადგან პოლიციამ სხვადასხვა ნივთი აღმოუჩინა, რომელთა მიტანაც აქციაზე აკრძალულია.

დღეს დედაქალაქში პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადასული. საფრანგეთის ქუჩაში 89 ათასზე მეტი სამართალდამცველია გამოყვანილი.

პარიზში წესრიგს დღეს რვა ათასზე მეტი პოლიციელი დაიცავს. სულ ქალაქში 15 დაცული ზონაა შექმნილია. დაკეტილია ტურისტული ობიექტები მათ შორის, ეიფელის კოშკი და ლუვრი. პოლიცია განსაკუთრებულად იცავს რესპუბლიკის მოედანს და საფრანგეთის პარლამენტის ეროვნული კრების შენობას.