საფრანგეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
საფრანგეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთში ულტრამემარჯვენეები იმარჯვებენ.

საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღო, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ, „რენესანსმა“- 14.6%. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.