საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. დილიდან საარჩევნო ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო, რომელიც გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა პრო-ევროპული კავშირის მომხრე, ცენტრისტი, მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოსტს, თუ მის ადგილს ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსი მარინ ლე პენი დაიკავებს, – ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

„როიტერის“ ცნობით, ბოლო დღეების გამოკითხვებმა მაკრონს მყარი და ოდნავ მზარდი უპირატესობა მიანიჭა, რადგან ანალიტიკოსების აზრით, ლე პენი ბევრისთვის კვლავ არაპოპულარულია.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 სთ-დან გაიხსნა და საღამოს 20:00 სთ-ზე დაიხურება.