საფრანგეთში საპირველმაისო დემონსტრაციების დროს პოლიციამ 380-ზე მეტი პირი დააკავა
საფრანგეთში საპირველმაისო საპროტესტო აქციების დროს 38 ადამიანი დაშავდა, 380-ზე მეტი პირი კი, პოლიციამ დააკავა. ამასთან, დამწვარია მანქანები, დაზიანებულია შენობები.
პარიზში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ, როგორც ე.წ. ყვითეჟილეტიანები, ისე რადიკალებიც, რომლებიც პოლიციას დაუპირისპირდნენ და მათი მისამართით ქვებს ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცავებმა ძალა გამოიყენეს.
საფრანგეთის დედაქალაქში მობილიზებული იყო 7000-ზე მეტი პოლიციელი. შეტაკებების დროს 14 მათგანი დაშავდა. შეტაკებების დროს სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს მშვიდობიანმა დემონსტრანტებმაც.
როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საპირველმაისო აქციაში საფრანგეთის მასშტაბით წელს 150 ათასი ადამიანი მონაწილებდა. მედიის ცნობით, პარიზის ქუჩებში 40 ათასი აქტივისტი გავიდა.