საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვა და საპროტესტო გამოსვლები იმართება
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვა და საპროტესტო გამოსვლები იმართება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს მთავრობის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ უკვე მეხუთე დემონსტრაციაა.
მთავრობა საპენსიო ასაკის ორი წლით გაზრდას გეგმავს. ამჟამად კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.
პროფკავშირების ლიდერები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გახმობისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 7 მარტს მასობრივი გაფიცვის გამოცხადებას აპირებენ, რაც, მათი თქმით, „ქვეყანას გააჩერებს“.