საფრანგეთში, საჯარო მოხელეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
საფრანგეთში საჯარო მოხელეების საპროტესტო აქციაზე, უცნობმა ნიღბიანმა ადამიანებმა პროვოკაცია სცადეს , რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, საპროტესტო აქციაში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
საფრანგეთში დღეს საჯარო მოხელეები გაიფიცნენ. ისინი მთავრობის ახალ გეგმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2022 წლისთვის 120 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შემცირდეს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ემანუელ მაკრონის გაპრეზიდენტებიდან დღემდე ეს უკვე უკვე რიგით მესამე საყოველთაო გაფიცვაა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა პროფესიულ კავშირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პირდება, რომ მომდევნო წელს ახალ შრომით რეფორმას დაიწყებს.