საფრანგეთში საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილების შემცირებას აპროტესტებენ
საფრანგეთში საჯარო მოხელეები გაიფიცნენ. ისინი მთავრობის ახალ გეგმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2022 წლისთვის 120 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შემცირდეს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
გარდა ამისა, გაფიცვაში მონაწილე რვა პროფესიული კავშირი ანაზღაურების მომატებას ითხოვს და მოკლევადიანი კონტრაქტების პრაქტიკას აპროტესტებს.
ემანუელ მაკრონის გაპრეზიდენტებიდან დღემდე ეს უკვე უკვე რიგით მესამე საყოველთაო გაფიცვაა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა პროფესიულ კავშირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პირდება, რომ მომდევნო წელს ახალ შრომით რეფორმას დაიწყებს.