საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის თქმით, ინიციატივა ორშაბათს პარლამენტს წარედგინება.
როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევია და ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების რისკს ზრდის.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 24 მარტს დაწესდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 167 000 შემთხვევა არის დაფიქსირებული, დაღუპულია 24 628 ადამიანი.