საფრანგეთში სააღდგომოდ მოქალაქეების გადაადგილების შესაზღუდად ბლოკსაგუშაგოებს მოაწყობენ
საფრანგეთში სააღდგომოდ მოქალაქეების გადაადგილების შესაზღუდად ბლოკსაგუშაგოებს მოაწყობენ

საფრანგეთში სააღდგომოდ ბლოკსაგუშაგოებს მოაწყობენ, რათა მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდონ. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

კრისტოფ კასტანერის თქმით, ამ გზით მთავრობა აღდგომის დღესასწაულზე მოქალაქეთა ქვეყნის შიგნით გადაადგილების შეზღუდვას შეეცდება.

მისი განმარტებით, ბლოკსაგუშაგოები ძირითად ავტომაგისრალებზე მოეწყობა.

დამატებითი საპოლიციო ძალები მობილიზებული იქნება სარკინიგზო სადგურებსა და აეროპორტებში.

სამართალდამცველები ასევე მობილიზებულები იქნებიან იმ ქალაქებში, სადაც მოქალქეებს აგარაკები აქვთ და ტრადიცულად სააღდგომოდ მიემგზავრებიან.

კარანტინის დროს მოქალაქეები ვალდებულები არიან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები თან ატარონ.

კარანტინის რეჟიმის დამრღვევების წინააღდმეგ გაატარებენ სანქციებს. პირველი დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს 135 ევროს გადახდა მოუწევთ, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 1500 ევრომდე გაიზრდება.

აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა საფრანგეთში პარასკევს, 10 აპრილს იწყება.