საფრანგეთში ქირურგს 349 ბავშვის გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ექიმი მცირეწლოვან ბავშვებზე 30 წლის განმავლობაში ძალადობდა. ამის შესახებ განცხადება ქალაქ ლორიანის პროკურორმა გაავრცელა.
„ეს ექსტრაორდინალური პროცედურაა, როგორც გამოვლენელი ფაქტებით, ისე დაზარალბულთა რაოდენობით. ამჟამად ექიმ ჟოელ ლე სკუარენკის მსხვერპლთა რაოდენობა 349-მდე გაიზარდა. 229 ადამიანმა ჩვენებმა მისცა“, – განაცხადა პროკურორმა.
ყოფილი ქირურგის წინააღმდეგ გამოძიება 2017 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც ექვსი წლის გოგონამ დედას ექიმის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე მოუყვა. დაკითხვის დროს ქირურგმა აღიარა, რომ დანაშაული საკუთარი ძმისშვილების წინააღმდეგაც ჩაიდინა. თუმცა, მოგვიანებით ჩხრეკის დროს პოლიციამ აღმოაჩინა საქაღალდე, სადაც ექიმი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კიდევ 200 შემთხვევაში აღწერს. ძირითად შემთხვევაში დანაშაული საავადმყოფოშია ჩადენილი, სადაც ქირურგი მუშაობდა.
ექიმის სასამართლო პროცესი 2020 წლის მარტში დაიწყება.