საფრანგეთში პოლონეთის ელჩი - უკრაინა ომში თუ დამარცხდება, პოლონეთი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შევა
უკრაინა ომში თუ დამარცხდება, პოლონეთი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შევა, – ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა, იან ემერიკ როშიშევსკიმ განაცხადა.
უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე საუბრისას, პოლონელმა დიპლომატმა თქვა, რომ რუსეთთან უკრაინის საომარი წარუმატებლობის შემთხვევაში, ვარშავას სხვა არჩევანი აღარ ექნება.
„დღეს ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ არჩევანი არ გვექნება“, – განაცხადა იან ემერიკ როშიშევსკიმ.