საფრანგეთში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მემარცხენე ფრთას წარმოადგენენ, აცხადებენ, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „სახალხო ფრონტს“ შექმნიან
საფრანგეთში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მემარცხენე ფრთას წარმოადგენენ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „სახალხო ფრონტს“ შექმნიან.
„საფრანგეთის ისტორიაში ახალი სახალხო ფრონტით ახალი ფურცელი დაიწერა“,- აღნიშულია პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
აღნიშნული გაერთიანება აპირებს, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნულ გაერთიანებას“ დაუპირისპირდეს, რომელსაც, წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში დიდი უპირატესობა ექნება.
„ჩვენ ახლა ვიწყებთ ჩვენს კამპანიას – გამარჯვების მიზნით!“ – წერს სოციალურ ქსელში ფრანსუა რუფინი, ულტრამემარცხენე პარტიის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება.