საფრანგეთში პოლიციელმა შეყვარებულის მამა და კიდევ ორი ადამიანი მოკლა
საფრანგეთში პოლიციელმა სამი ადამიანი მოკლა. როგორც რადიოსადგური France Info იტყობინება, მომხდარის მიზეზი სამართალდამცავსა და მის შეყვარებულს შორის კონფლიქტი გახდა.
პოლიციელმა შეყვარებულის მამა და კიდევ ორი ადამიანი მოკლა. დაჭრილია სამართალდამცავის მეგობარი გოგონა, ასევე მისი დედა და დაც. თავად 31 წლის პოლიციელმა კი თავი მოიკლა.
როგორც ფრანგული მედია წერს, შემთხვევაში წინ უძღოდა კონფლიქტი, რის გამოც თავდამსხმელი და მისი მეგობარი ქალი დაშორდნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს საფრანგეთში სამართალდამცავების თვითმკვლელობის რიცხვი გაიზარდა. სუიციდით დაასრულა სიცოცხლე 46 პოლიციელმა და 16 ჟანდარმმა.