საფრანგეთში ორმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავიაკატასტროფა დღეს, შუადღისას მოხდა. ერთ-ერთმა პილოტმა შეჯახებამდე კატაპულტირება მოასწრო, მეორე თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ინსტრუქტორსა და სტუდენტს კი ამ დრომდე ეძებენ.
„ერთ-ერთი პილოტი ნაპოვნია და უსაფრთხოდ არის. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მადლობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ასევე პოლიციას, რომელიც მობილიზებულია სამძებრო სამუშაოებისა და ტერიტორიის უსაფრთხოებისთვის“, – წერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ.