საფრანგეთში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე მასშტაბური დივერსია განხორციელდა, ქვეყნის 101 ოლქიდან ექვსს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდება
საფრანგეთში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე მასშტაბური დივერსია განხორციელდა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც ინტერნეტპროვაიდერ კომპანია „ნეთალისში“ აცხადებენ, დივერსიული ქმედება გვიან ღამით, 02:15 საათისთვის მოხდა. შედეგად ზიანი მიადგა რამდენიმე ოპერატორ კომპანიას და პრობლემა უახლოეს საათებში აღმოიფხვრება.
ამასთან, „პოლიტიკოს“ ცნობით, ქვეყნის 101 ოლქიდან დაზარალდა ექვსი, თუმცა მათ შორის არ არის პარიზი, სადაც ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. აღნიშნულ ექვს ოლქს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდება.