საფრანგეთში, ნორის დეპარტამენტში მდებარე ღამის კლუბთან მყოფ ხალხს ავტომობილი დაეჯახა
საფრანგეთში, ნორის დეპარტამენტში მდებარე ღამის კლუბთან მყოფ ხალხს ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ცნობილია, მათი დაუყოვნებელი ევაკუაციისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ვერტმფრენი გამოიყენა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით, დილის 04:00 საათზე მოხდა. ფრანგული მედიის ცნობით, საჭესთან 18 წლის მამაკაცი იჯდა, რომელიც ალოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მომხდარის მიზეზებზე პოლიცია ჯერ არ საუბრობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი შესაძლოა, ღამის კლუბის თანამშრომლებთან უთანხმოება იყოს.