საფრანგეთში მოკლული მასწავლებლის ხსოვნის პატივსაცემად მდუმარე მსვლელობა გაიმართა
საფრანგეთში მოკლული მასწავლებლის ხსოვნის პატივსაცემად მდუმარე მსვლელობა გაიმართა

საფრანგეთში მოკლული მასწავლებლის ხსოვნის პატივსაცემად მდუმარე მსვლელობა გაიმართა. ათასობით ადამიანი პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ კონფლან-სენტ-ონორონში შეიკრიბა, სადაც მკვლელობა მოხდა.

ისტორიის მასწავლებელი სამუელ პატი 16 ოქტომბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ქუჩაში დღისით თავი მოკვეთა 18 წლის ჩეჩენმა ლტოლვილმა, რომელიც სამართალდამცველებმა მოკლეს.

ტერორიზმის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 16 ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა ჩეჩენის ოჯახის წევრები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველის, მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.