საფრანგეთში მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სკოლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება
საფრანგეთში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სკოლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საკარანტინო ზომების შემსუბუქება 11 მაისიდან დაიწყება.
სკოლები ეტაპობრივად გაიხსნება. თავდაპირველად ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები დაიწყებს.
საფრანგეთში 11 მაისიდან ასევე გაიხსნება მაღაზიები და ბაზრები, თუმცა არა ბარები და რესტორნები.
მაღაზიებს უფლება ექნებათ, მყიდველებს ნიღბის ტარება და ერთმანეთისგან ერთი მეტრის დაშორებით დგომა მოსთხოვონ.
ახალი რეგულაციით, დასაშვები იქნება ათამდე ადამიანის შეკრება.