საფრანგეთში, ბორდოს რეგიონში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია მფრინავი.
თვითმფრინავი ადგილობრივი ავიაკლუბის სიახლოვეს, დაფრენის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. ცეცხლი კი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ეკიპაჟები. ხანძარმა 300 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.