დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტან ვაისბეკის (7), ჯერემი ლივოლანის (16′) და ზურიკო დავითაშვილის (51) გოლებით მოიგო.

დავითაშვილმა „პოსთან“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა – მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ანალიტიკურმა პორტალმა Flashscore-მა საქართველოს ნაკრების და „ბორდოს“ შემტევვ ნახევარმცველს 8,6 ქულა დაუწერა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასებაა.

სეზონი ქართველი შემტევისთვის საუკეთესო გამოდგა. დავითაშვილმა ჩემპიონატი 8 გოლით და 8 საგოლე გადაცემით დაასრულა და „ბორდოს“ ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი გახდა.