საფრანგეთში უცნობი მამაკაცის მუქარის გამო, კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა. საუბარია კუნძულ მონ-სენ-მიშელზე, სადაც ცნობილი სააბატო მდებაროებს. „ფრანს ინფოს“ ცნობით, ერთ-ერთ ბარში მყოფმა მამაკაცი დაიმუქრა რომ პოლიციელზე თავდასხმა აპირებდა.
პოლიციამ გადაწყვიტა კუნძულიდან მოქალაქეები სასწრაფო წესით გაეყვანა. სამართალდამცავების ცნობით, ჯერ უცნობი რჩება მუქარის ავოტის ვინაობა და მართლაც აქვს თუ არა მას იარაღი.
მონ-სენ-მიშელი მცირე ზომის კუნძულია, რომელსაც ყოველწიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.