საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით დაავდებული პაციენტების „ჰიდროქსიქლოროქინით“ მკურნალობა აიკრძალა
საფრანგეთმა „კოვიდ-19“-ით დაავდებული პაციენტების „ჰიდროქსიქლოროქინით“ მკურნალობა აკრძალა. ამის შესახებ საუბარია განკარგულებაში, რომელიც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე, საფრანგეთის ჯანდაცვის სააგენტომ ურჩია ექიმებს, არ გამოიყენონ „ჰიდროქსიქლოროქინი“ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ. შემდეგ, საფრანგეთის მედიკამენტების რეგულირების სააგენტომ აღნიშნული პრეპარატის კლინიკური გამოცდა შეწყვიტა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენება „კოვიდ-19“-ით დაავადებულ პაციენტებში გულის პრობლემებს და ხშირად, სიკვდილსაც კი იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინის“ კლინიკური გამოცდა დროებით წყდება.