საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ახალი შტამით ინფიცირებული პირი ლონდონიდან საფრანგეთში 19 დეკემბერს ჩავიდა, 25 დეკემბერს კი კორონავირუსი დაუდასტურდა. „ევრონიუსი“ წერს, რომ პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ, საფრანგეთმა ბრიტანეთთან მიმოსვლა ორი დღით შეაჩერა. ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა უკვე აღდგა, თუმცა ბრიტანეთიდან მომავალ მგზავრებს საფრანგეთში შესვლისას „კოვიდ-19″-ის ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადატურებლი საბუთის წარდგენა ევალებათ.