საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 14 929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 14 929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით 276 პაციენტი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 2,5 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 61 978 ლეტალური აღმოჩნდა.