საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24-საათში გაორმაგდა და 38-ს შეადგენს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მკვეთრი ზრდა გამოწვეულია ე.წ. საკონტაქტო პირების იდენტიფიცირებით, რომლებიც დაკავშირებული არიან ინფიცირებულებთან.
38 ინფიცირებულიდან 2-ის შემთხვევაში ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა, 12 პაციენტი კი განიკურნა. საავადმყოფოში მკურნალობას ამ დროისთვის 24 პაციენტი განაგრძობს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო ორ საათში ინფიცირების კიდევ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დასავლეთ გერმანიაში. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში დადასტურებულია 14 ახალი შემთხვევა. 20-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი ჰაინსბერგში. ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბადენ-ვიურტემბერგში.
რაც შეეხება ესპანეთს, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 24-ს მიაღწია. ვალენსიის ჯანდაცვის რეგიონალური წარმომადგენლობის განცხადებით, გამოვლენილია ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი ჰყავს სეგოვიასაც. ამ დროისთვის კარანტინში მოთავსებულია 22 პაციენტი. მათ შორის ოთხი ტენერიფეში, ოთხი მადრიდში, სამი ბარსელონაში, რვა ვალენსიაში, ერთი სეგოვიაში, ერთი ლა-გომერასა და ერთი სევილიაში. ორმა განკურნებულმა პაციენტმა საავადმყოფო უკვე დატოვა.