საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6507-მდე გაიზარდა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6507-მდე გაიზარდა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6507-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული 588 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, აქედან 1400-ზე მეტი ადამიანი მოხუცებულთა თავშესაფრებში გარდაიცვალა.

საფრანგეთში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6 662 ინფიცირებული იმყოფება.

იტალიასა და ესპანეთის შემდეგ, საფრანგეთი ევროპაში მესამე ადგილზეა კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობით.