საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 29 933-მდე გაიზარდა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 29 933-მდე გაიზარდა

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 13-ით გაიზარდა. სულ ინფექციურ დაავადებას ქვეყანაში 29 933 ადამიანი ემსხვერპლა.

საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 206 072 შემთხვევა.

ამჟამად საფრანგეთის საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული 538 პაციენტი რჩება.