საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 29 575-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 28 პაციენტი გარდაიცვალა. დღემდე მკურნალობას განაგრძობს 10 ათასზე მეტი ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჰოსპიტალიზაცია კიდევ 116 ადამიანს დასჭირდა. რეანიმაციულ განყოფილებაში კი 772 პაციენტი რჩება.
რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო ოდენობას, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 195 ათასამდე ადამიანს დაუდგინეს.