საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 24 760-მდე გაიზარდა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 24 760-მდე გაიზარდა

საფრანგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით 166 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 24 760 ადამიანია დაღუპული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ. ასევე საგრძნობლად შემცირდა საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რიცხვიც.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით 167 346 ადამიანია დაინფიცირებული.