საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 13 832-მდე გაიზარდა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 13 832-მდე გაიზარდა

საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულების რიცხვი 13 832-მდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ს ქვეყანაში 635 ადამიანი ემსხვერპლა.

ფრანგული გამოცემა, „ფრანს 24“ წერს, რომ 353 ადამიანი საავადმყოფოებში გარდაიცვალა. გამოცემის თანახმად, ინტენსიური თერაპიის პაციენტების რაოდენობა კლებას განაგრძობს.

კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, იტალიის, აშშ-ის და ესპანეთის შემდეგ, საფრანგეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.