საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით ექიმი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „სიენენი“ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლივიე ვერანის თქმით, ეს საფრანგეთში კორონავირუსით მედიკოსის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით 12 475 ადამიანია დაინფიცირებული.