საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 330 ადამიანი დაიღუპა. ფრანგული სააგენტო „ფრანს 24“ წერს, რომ 29 აპრილის შემდეგ მსხვერპლის მსგავსი მაჩვენებელი პირველად აღინიშნა.
ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა იკლებდა. 4 მაისს საფრანგეთში „კოვიდ-19“-ს 306 ადამიანი ემსხვერპლა. ამ მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 25 531-მდე გაიზარდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე 27-ე დღეა, სტაბილურად იკლებს ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტების რაოდენობა.