საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 389 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 389 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 389 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსისს 22 245 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 658 ადამიანი რჩება, თუმცა ინფიცირებული პაციენტების რიცხვი იკლებს.

ბოლო 24 საათში ჰოსპიტალიზებულია 1 346 ადამიანი, რაც წინა დღესთან შედარებით 561 ადამიანით ნაკლებია.