საფრანგეთში კორონავირუსით 24-საათში 78 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში კორონავირუსით 24-საათში 78 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ახალი კორონავირუსით 24-საათში 78 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 450-ს აღწევს. გარდაცვლილთა 87%-ი 70 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი საფრანგეთში 12 612-ია.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასვლას მოერიდონ და დარჩნენ სახლში.

საფრანგეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ საფრანგეთში ეპიდემიის პიკი რვა დღეში დაფიქსირდება.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უახლოეს ხანში მალჰაუსის რეგიონში სამხედრო საველე ჰოსპიტალი გაიხსნება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს გადაიყვანენ.

საფრანგეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო ზომები მიიღო. დახურულია კაფეები, რესტორნები და მაღაზიების ნაწილი. მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. მთავრობა ამ ზომების გამკაცრებას და გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.