საფრანგეთში ახალი კორონავირუსის შედეგად 16 წლის გოგონა დაიღუპა.
ფრანგული მედიის ცნობით, ჯული „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა.
როგორც გარდაცვლილის და აცხადებს, აღნიშნული შემთხვევა მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ვირუსისგან დაცული არავინაა.
„ჯულის ერთი კვირა მსუბუქად ახველებდა, თუმცა ბოლო კვირას სიტუაცია გართულდა. ორშაბათს ვიყავით ექიმთან და სწორედ ამ დღეს დაუსვეს რესპირატორული დაავადების დიაგნოზი. მას სხვა რამე დაავადება არ ჰქონდა გადატანილი“, – აცხადებს გარდაცვლილის და ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.
ჯული პარიზის ჰოსპიტალში 24 მარტს გადაიყვანეს. მას ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდა, თუმცა გოგონას ფილტვები გაეთიშა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.