საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა
საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამგვარად, საფრანგეთი მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანა გახდა, სადაც „კოვიდ-19“-ის მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, აშშ-ის (8,4 მილიონი), ინდოეთის (7,8 მილიონი), ბრაზილიის (5,3 მილიონი), რუსეთის (1,5 მილიონი), არგენტინისა (ერთი მილიონი) და ესპანეთის (ერთი მილიონი) შემდეგ.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში გარდაიცვალა 298 კოვიდინფიცირებული, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 34 508-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი