საფრანგეთში ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაავადების ერთი შემთხვევა პარიზში დაფიქსირდა, მეორე კი – ბორდოში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩინეთში გავრცელებული ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანსა და სინგაპურში.
ჩინეთში დაავადებულთა რიცხვი 900-ს აღწევს. დაღუპულია 26 ადამიანი.