საფრანგეთში კორონავირუსის 30 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 264 პაციენტი გარდაიცვალა
საფრანგეთში კორონავირუსის 30 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 264 პაციენტი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველად, 30 ათასს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 30 303 შემთხვევა გამოვლინდა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 918 პაციენტია მოთავსებული.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში რესპირატორული დაავადებებით 264 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 89 565-ს შეადგენს. სიკვდილიანობის მაჩვენებლით საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს.

საფრანგეთის მთავრობის პრეს-სპიკერის თქმით, ქვეყანაში ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს განცხადება მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

მანამდე კი, პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღება უსამართლოა, რადგან ეს დისკრიმინაციული იქნება იმ ახალგაზრდების მიმართ, ვისაც ვაქცინის მიღების უფლება არ აქვს.