საფრანგეთში კორონავირუსის 20 468 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსის 20 468 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსის 20 468 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს შვიდი ათასზე მეტი შემთხვევით აღემატება წინა დღის მონაცემებს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია ინფიცირების 930 745 შემთხვევა.

ამას გარდა, სამინისტრომ აღრიცხა ასევე 262 გარდაცვლილი. ეს მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მზრუნველობის სახლებში გარდაცვლილ კოვიდინფიცირებულებსაც მოიცავს.

საფრანგეთში პანდემიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 33 885-ს შეადგენს.

საავადმყოფოში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა 797-ით გაიზარდა და ჯამში 12 458 შეადგინა, რაც აპრილის შემდეგ რეკორდული ზრდაა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობას 78 ინფიცირებული დაემატა და ჯამში 2 177 შეადგინა.