საფრანგეთში კორონავირუსის 1 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსის 1 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში, ბოლო ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით 367 ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო „ფრანს 24“-ის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 23 660-მდე გაიზარდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 1 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ფრანგული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ იკლებს ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და საავადმყოფოებში მყოფი ადამიანების რაოდენობა.